28 ნოემბერს, „ასოციაცია მეცნიერებისთვის“ პრეზიდენტმა თამარ ხახუტაშვილმა, ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
საკითხით დაინტერესებულ სამეცნიერო წრის წარმომადგენლებს ასოციაცია სთავაზობს შემდეგი სახის სერვისებს:
- ახალი სამეცნიერო სერვისების შესახებ პრეზენტაციების, ტრენინგების, სემინარებისა და კონსულტაციების ჩატარება;
- თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროგრამების დანერგვა;
- ელექტრონული ჟურნალების შესაქმნელი პროგრამა;
- საჭიროების შემთხვევაში ბეჭდური ვერსიის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა;
- ონლაინ კონფერენციების ჩასატარებელი სისტემა;
- სამეცნიერო ლიტერატურის მოპოვება, მონაცემთა ბაზების გამოწერა;
- ბიბლიოთეკის ელექტრონული და ციფრული კატალოგის შესაქმნელი პროგრამები;
- სამეცნიერო პროდუქტიულობის ეფექტიანობის გაუმჯობესების პროგრამული საშუალებები;
- ინდივიდუალური ნაშრომების ასატვირთი პროგრამა;
- ინტერნეტ სივრცეში თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით ინდივიდუალური ან ჯგუფური სამეცნიერო პროფილის შექმნა ან არსებულის რედაქტირება;
- საერთაშორისო საგრანტო კონკურსის და ჯილდოების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
საინფორმაციო შეხვედრას კსუ-ის სტუდენტები, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.