GE

ორმხრივი მობილობის გაცვლითი პროექტები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

ერასმუს+-ის ჩარჩოებში დამტკიცდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და კაზიმირ დიდის უნივერსიტეტს შორის (პოლონეთი), ორმხრივი მობილობის გაცვლითი პროექტი (2021-2023).

პროექტის ფარგლებში გორის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს საშუალება მიეცემათ პოლონეთის კაზიმირ დიდის უნივერსიტეტში განახორციელონ მობილობა შემდეგ მიმართულებებზე:

• ბიზნეს ადმინისტრირება/მენეჯმენტი
• კომპიუტერული მეცნიერებები
• განათლება
• ინგლისური ენის ფილოლოგია

აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სასწავლო პროგრამა 8 საათიანი დატვირთვით,
რომელიც შეთანხმდება კაზიმირ დიდის უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტთან.
აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა 17 ნოემბერი, 2021.
ინფორმაცია, კურსებისა და დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ლინკზე: http://www.bwm.ukw.edu.pl/index.php?_m=2&_id=131
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.

გარდა ამისა, ერასმუს+-ის ჩარჩოებში დამტკიცდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ოპოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის (პოლონეთი), ორმხრივი მობილობის გაცვლითი პროექტი (2021-2023).

პროექტის ფარგლებში გორის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალება მიეცემათ პოლონეთის ოპოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში განახორციელონ მობილობა შემდეგ მიმართულებებზე:

• ბიზნეს ადმინისტრირება/მენეჯმენტი
• ეკონომიკა

აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სასწავლო პროგრამა 8 საათიანი დატვირთვით,
რომელიც შეთანხმდება კაზიმირ დიდის უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტთან.
აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა 17 ნოემბერი, 2021.
ინფორმაცია, კურსებისა და დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ლინკზე: https://www.po.opole.pl/lang/en/
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური