GE

ოზურგეთში საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს

ოზურგეთის სოფელ დვაბზუში, ცხოველთა სასაკლაოზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ უვარგისი ხორცი აღმოაჩინა.

გურიის სურსათის ეროვნული სააგენტოს სამმართველოს უფროსის, მანანა ერქომაიშვილის ინფორმაციით, ვადაგასული ხორცი, ეტიკეტისა და საბუთების გარეშე, უკვე მეორე დღეს აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ. მისივე თქმით, ხორცი დალუქულია.

ადგილი, სადაც უვარგისი ხორცი ნახეს შპს “სოფოს” მიერ არის ნაქირავები და პროდუქტს მხოლოდ აფასოებდნენ.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლით, რომელიც ადამიანის სიცოცხლისათვის, ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადებას, შემოტანას ან რეალიზაციას ითვალისწინებს. დანაშაული ჯარიმას ან რამდენიმე წლიან პატიმრობას გულისხმობს.

წყარო: rustavi 2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური