GE

„პანდემიის პირობებში ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსი 4500 სტუდენტს შეუწყდა“

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პანდემიის პირობებში ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი 4500 სტუდენტს შეუწყდა.

ეს ციფრები დეპუტატმა, 10 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მოიყვანა, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ დავით კირკიტაძეს უპასუხა. კირკიტაძემ თქვა, რომ ფინანსურ დავალიანების გამო, ქვეყანას 73 სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს.

„თითქოს 73 ათას სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული ფინანსური დავალიანების გამო, ეს არის ტყუილი. სინამდვილეში სტატუსშეჩერებული სტუდენტები ჩვენ გვყავს ნამდვილად, სადღაც 20 000 და არა 73 000 და აქედან, თუკი პანდემიაზე ვისაუბრებთ, ამ პერიოდში 4500 სტუდენტს აქვს შეჩერებული სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო. თუმცა, ამავე დროს, საქართველოს  მთავრობამ სწორედ ამ პერიოდში 2020-2021 წლების საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში 15 000 სტუდენტს დაუფინანსა სწავლის საფასური“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„განათლების დღევანდელი სისტემით ვაფინანსებთ იმდენ იურისტს, ეკონომისტს და ისეთ პრესტიჟულ მიმართულებებს, რაც რეალურად ქვეყანას არ სჭირდება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური