GE

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ქალი მოადგილეები ეყოლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 30 დეკემბერს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ ტალიაშვილს მხარი ერთხმად დაუჭირა. რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თამარ ტალიაშილის კანდიდატურა ახლადარჩეულმა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა წარადგინა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა ასევე, კენჭი უყარეს და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით წარდგენილ, მაია მენაღარიშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მისი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვთვლი, რომ განათლება არ არის პოლიტიკური საკითხი და უნდა იყოს ეროვნული თანხმობის საკითხი, და თქვენთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ, მნიშვნელოვანი რეფორმები და საკითხები გადავჭრათ მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ასევე იხილეთ:

პარლამენტმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე დაამტკიცა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური