GE

პარლამენტის განათლების კომიტეტს ახალი წევრები ჰყავს

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს ახალი წევრები ჰყავს. კომიტეტის შემადგენლობაში დეპუტატები სალომე სამადაშვილი და ხათუნა სამნიძე გაწევრიანდნენ. ამის შესახებ, 14 ივნისს, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

დღეს არსებული მონაცემებით, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტი მმართველი პარტიის რვა და ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატისგან შედგება.

კომიტეტის წევრები არიან: შალვა პაპუაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე), გიორგი ამილახვარი (თავმჯდომარის პირველი მოადგილე), თამარ ტალიაშვილი (თავმჯდომარის მოადგილე), ბექა დავითულიანი, ვლადიმერ კახაძე, მარიამ ლაშხი, მაია მენაღარიშვილი, გივი მიქანაძე, ალექსანდრე ელისაშვილი (პარტია „მოქალაქეები“), დავით ზილფიმიანი (პარტია „ევროპელი სოციალისტები“), ვახტანგ მეგრელიშვილი (პარტია „გირჩი“),  სალომე სამადაშვილი (ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“), ხათუნა სამნიძე (ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური