GE

პედაგოგებისთვის სახელმძღვანელოზე დაფუძნებული ვიდეოგზამკვლევები შეიქმნება – როგორ გამოიყენება ახალი რესურსი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წელს გრძელდება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რომელიც ფარგლებშიც, სასკოლო საზოგადოების დასახმარებლად, მუშაობა დაიწყო ახალი ტიპის რესურსზე.

როგორც მიხეილ ჩხენკელის უწყება განმარტავს, აღნიშნული რესურსი გულისხმობს ვიდეო-გაიდების (ვიდეო-გზამკვლევი) მომზადებას, რომელიც დაფუძნებულია გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე. ამ რესურსის გამოყენებით მასწავლებლებმა უნდა შეძლონ სასწავლო პროცესის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით წარმართვა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს 21 ოქტომბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი სკოლის მოდელის დანერგვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან სამინისტრო ყველა საჯარო და კერძო სკოლას სთავაზობს ონლაინ ტრენინგების, ვებინარებისა და სემინარების სერიას.

კითხვაზე, როგორი იქნება მონაწილეობის კრიტერიუმები გვიპასუხეს, რომ მონაწილეთა რაოდენობა არ იქნება შეზღუდული და ასევე, გავრცელდება არამხოლოდ ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლების, არამედ ყველა მასწავლებელზე. რაც შეეხება რეგისტრაციას, ინფორმაცია თავად სკოლებს მიეწოდებათ, რის შემდეგაც მსურველებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.

ვიდეო-გაიდი იქმნება ყველა საგანში და მოიცავს როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურის ყველა კლასს. გაიდებზე წვდომის მისაღებად უნდა გამოიყენოთ აღნიშნული ბმული სამინისტრო უკუკავშირს ელოდება სკოლებიდან, რაც გათვალისწინებული იქნება შემდეგი თემების მომზადებისას. info.nsm@mes.gov.ge

დრაივის ონლაინ საქაღალდე საგნობრივი მიმართულებით

როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, იმისათვის, რომ ეს პროცესი მიზანმიმართულად და სასკოლო საზოგადოების წევრებზე ორიენტირებულად წარიმართოს, ყველა სკოლასთან მიმაგრებულიები არიან ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორები, რომლებიც დანერგვის პროცესში სკოლის საჭიროებებს იკვლევენ და აცნობენ სამინისტროს. (ეფექტური კომუნიკაციისთვის ყველა რაიონში კოორდინატორების მიერ შექმნილია თიმსისა და ფეისბუქის სამუშაო ჯგუფები, მათი დახმარებით სკოლებს შეუძლიათ დასვან შეკითხვები და გამოკვეთონ საჭიროებები, რა ტიპის დახმარება სჭირდებათ ესგ-ს დანერგვის პროცესში).

ასევე იხილეთ:

რატომ არ უყვართ მოსწავლეებს მეცადინეობა – სიზარმაცე თუ უინტერესო დავალებები?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური