GE

პედაგოგებში დადასტურებული კორონავირუსის გამო, ქობულეთის კიდევ ორი სკოლა დაიკეტა

ქობულეთში კორონავირუსის შემთხვევების გამო სოფელ წყავროკასა და დაგვას საჯარო სკოლები დაიკეტა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვირუსი ორ პედაგოგს დაუდასტურდა.

სოფელ წყავროკას საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მასწავლებელს კოვიდი გეგმური ტესტირების ფარგლებში სამშაბათს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე ყველა პედაგოგი იზოლაციაშია გადასული. სკოლა კი ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით 12 დღით დაიკეტა.

სოფელ წყავროკას სასწავლო დაწესებულება, დისტანციურ სწავლებაზე მეორედ გადავიდა. რამდენიმე კვირის წინ მასწავლებლის ინფიცირების გამო სკოლა დახურეს.

სოფელ დაგვას საჯარო სკოლის დირექტორის განმარტებით, კორონავირუსი პედაგოგს 20 აპრილს დაუდასტურდა. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. მაია კიკნაძის თქმით, მასწავლებელი ორშაბათს სკოლაში იყო და შესაძლებელია, მას კონტაქტიც ჰქონოდა, საბაზო და საშუალო საფეხურის კლასების ბავშვებთან. დაგვას საჯარო სკოლაში 260 მოსწავლე ირიცხება.

ქობულეთში სულ 6 სკოლაა დაკეტილი.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური