GE

პედაგოგმა ფულის დაკარგვის ფაქტის გამოძიება საკუთარი მეთოდებით გადაწყვიტა და მოსწავლის ოჯახში მივიდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მასწავლებელი მოსწავლეს საფულის მოპარვაში ადანაშაულებს. ფაქტი სოფელ ზემო ბოდბეში მოხდა.

მეოთხე კლასის მასწავლებელმა თანხა დაკარგა. რის შემდეგაც, მან საკუთარი მეთოდებით გადაწყვიტა სიმართლის დადგენა.

სკოლაში გარჩევების შემდეგ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პედაგოგი მზია ქადაგიშვილი ოჯახში მივიდა და მოზარდი გაჩხრიკა.

მომხდარს ადასტურებს სკოლის დირექტორი. მისი თქმით, საქმეში სამართალდამცველები უკვე ჩაერთნენ. გამოძიების დასრულებამდე კი პედაგოგი კლასის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს.

წყარო: რუსთავი2

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური