GE

პედაგოგთა გამოცდებზე ყოველდღიურად 10-მდე მასწავლებელს COVID-19 უდასტურდება

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, პედაგოგთა გამოცდებზე ყოველდღიურად 10-მდე მასწავლებელს COVID-19 უდასტურდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გოგროძემ EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად განაცხადა, მათთვის დამატებითი საგამოცდო სესია 14 დღის შემდეგ ჩაინიშნება.

,,ამ დრომდე ჩატარებულ სესიებზე დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ, რომ ყოველდღიურად დაახლოებით ორიდან ათამდე მასწავლებელი არის ინფიცირებული. ისევე როგორც აბიტურიენტების შემთხვევაში, 14 დღის გასვლის შემდეგ დაიგეგმება დამატებითი სესიები როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მაგისტრებისთვის და საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის”, – განმარტა სოფიო გორგოძემ.

დამატებითი სესიები ინიშნება იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ ან დაუდასტურდებათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური