GE

პედიატრიულ კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა

პედიატრიულ კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა.  როგორც დღეს ,,რუსთავი 2″-ის ეთერში ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა განაცხადა,  კლინიკაში ინტენსიურ თერაპიულ მკურნალობას ამ დროისთვის 24 პაციენტი გადის.

სცეციალისტის თქმით, ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

,,პაციენტების ძირითადი მიმართვიანობა გამოწვეული არის ცხელებით, მცირე ასაკის ბავშვებში საკვებზე უარის თქმით, ტკივილით და ნაწილობრივ დიარეის მოვლენებიც პრევალირებს… მომართვიანობა ძირითადად არის წლამდე ასაკის ბავშვების ხარჯზე, ბოლო პერიოდში მომატებული იყო ბაღის ასაკის ბავშვების მომართვიანობა და პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თანმხლები ქრონიკული დაავადებები“, – ამბობს დავით რეხვიაშვილი.

წყარო: ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური