GE

პენსიაზე გასული სკოლის მასწავლებლის კეთილი ინიციატივა, რომელიც 20 წელს ითვლის

პენსიაზე გასულმა დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა ანტონია ლა კავამ თავისი სამბორბლიანი ფურგონი მოძრავ ბიბლიოთეკად გადააქცია. უკვე 20 წელია, რაც პედაგოგი იტალიის ყველაზე მოშორებულ სოფლებს წიგნებით ამარაგებს.

ლა კავას აზრით, წიგნის გარეშე არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს, რადგან ამ დროს ისინი თავს მარტოსულად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, ის თავისი Bibliomotocarro-თი ბაზილიკასტას რეგიონში ბორცვებსა და მთებში, ისეთ მოშორებულ სოფლებში მიემგზავრება, სადაც დაწყებითი კლასის ასაკის მხოლოდ ორი ბავშვი ცხოვრობს.

,,მე ძალინ მაღელვებს ისეთ ქვეყანაში დაბერება, სადაც ადამიანებს კითხვა არ უყვართ. ბედნიერება, რომლის მინიჭება ლიტერატურას შეუძლია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გამოსცადოს. ეს არა მხოლოდ სოციალური და კულტურული, არამედ ეთიკური კუთხითაც არის მნიშვნელოვანი“, – ამბობს ყოფილი მასწავლებელი.

იხილეთ ვიდეო

ანტონია ლა კავა იმეოდვნებს, რომ მისი Basilicata საზოგადოებამდე მთავარ გზავნილს მიიტანს, რომლის მიხედვითაც კულტურა არა მხოლოდ პრივილიგირებული ადამიანებისთვის არის შექმნილი.

მოამზადა თეა ინაშვილმა

წყარო: BBC

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური