GE

პირველ კლასში ელექტრონულად რეგისტრირებულთა საყურადღებოდ – სკოლებში საბუთების მიღება იწყება

2019-2020 სასწავლო წლისათვის, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე დღიდან, 13 ივნისიდან კი მოსწავლის მშობელმა ან მეურვემ შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.

დოკუმენტაციის წარდგენა  13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი და დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რაც შეეხება წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას:

როგორც სამინისტრო განმარტავს, რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

გაითვალისწინეთ, რომ სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა. (ჯანმრთელობის ცნობა და სხვ.)

ასევე განისაზღვრა დამატებითი დოკუმენტები პირებისთვის, ვისაც დოკუმენტების წარდგენა უცხოურ ენაზე სჭირდებათ:

წარსადგენი დოკუმენტები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური