GE

პირველი სამეცნიერო პიკნიკი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში – „ჩვენი მიზანი ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებაა“

„ჩვენი მიზანია მოსწავლეებისა და სტუდენტების დაინტერესება თანამედროვე მეცნიერებით და სხვადასხვა სფეროში არსებული ახალი გამოწვევებით. გვსურს ახალგაზრდებს დავანახოთ, რომ მეცნიერება არც თუ ისე მიუწვდომელი სივრცეა როგორც მათ წარმოუდგენიათ,“ – ამის შესახებ  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა  გიორგი ღავთაძემ EDU.ARIS.GE-სთან განაცხადა.

unnamed (2)დასავლეთ საქართველოში პირველად, 21 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკი სახელწოდებით – “მეცნიერება სახალისოა” გაიმართა. გამომგონებლები, ქიმიკოსები, მედიკოსები და ტექნოლოგიების სპეციალისტები, ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი იმ პროფესიებისა, რომელიც პიკნიკზე იყო წარმოდგენილი. სტუდნტები თანხმდენიან, რომ ღონისძიების სახელმა გაამართლა და პიკნიკზე დრო ხალისიანად და საინტერესოდ გაატარეს. აუნივერსიტეტის ეზოში გაშლილ კარვებსა და პავილიონებში, უნივერსიტეტის ფაკულტეტებმა საინტერესო ექსპერიმენტები და სხვადასხვა ინტერაქციული გამოფენები წარმოადგინეს. გაიმართა სახალისო ვიქტორინა-კონკურსები და მასტერკლასები. ჩატარდა  საინტერესო და მრავალფეროვანი ქიმური ცდები, სტუდენტებმა ფარმაცევტული მეთოდებით დაამზადეს სხვადასხვა აბები, სახალისო აღმოჩნდა ასევე საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების მიერ გამოყენებული მზის ენერგია ტექნიკური მოწყობილობების ასამუშავებლად.

97სამეცნიერო პიკნიკზე ყველა ფაკულტეტმა საკუთარი შესაძლებლობები  წარმოაჩინა. მათ შორის იყვნენ ზესტაფონის #7 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა ,,ანაბასისის“ მოსწავლეებიც. გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებს სხვადასხვა ვირტუალური ტურები ჰქონდათ გაკეთებული. ქიმიის დეპარტამენტმა და ზესტაფონმა სხვადასხვა სახის ცდები ჩაატარეს. სპეციალური სამედიცინოს მულაჟების გამოყენებით პირველადი სამედიცინო  დახმარების მასტერკლასები ჩატარდა. კვების ტექნოლოგიის სპეციალისტებმა პროდუქციის ხარისხის შემოწმების პროცესი წარმოადგინეს, დიზაინის ფაკულტეტმა საინტერესო მასტერკლასი ჩაატარა ქსოვასთან დაკავშირებთ. საინჟინრო ტექნიკურმა ფაკულტეტმა მზის ენერგიის გამოყენების აქტივობები პრაქტიკულად უჩვენა. პიკნიკზე წარმოდგენილი ყველა კომპიუტერი თუ სხვა ტექნიკური მოწყობილობა მზის ენერგიაზე მუშაობდა. აღნიშნულმა მხარის გუბერნიის დაინტერესებაც გამოიწვია.

94გიორგი ღავთაძის თქმით, ამით წერეთლის უნივერსიტეტმა არამხოლოდ ახალგაზრდები, არამედ ბიზნესიც დააინტერესა. რექტორის განცხადებით აღნიშნულ ღონისძიებას თითქმის მთელი იმერეთიდან ესწრებოდნენ ახალგაზრდები.

,,გადავწყვიტეთ, რომ თანამედროვე მეცნიერების განვითარების გამოწვევების გათვალისიწინებით, მოგვეხერხებინა და ამ ფესტივალში მაქსიმალურად ჩაგვერთო ახალგაზრდები. როგორც სტუდენტები, ასევე მოსწავლეები. ახალგაზრდებში მეცნიერების, როგორც დარგის მაქსიმალური პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია. ვცადეთ განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო დარგებით დაგვეინტერესებინა სკოლის მოსწავლეები.   გვინდოდა ეს ყველაფერი მათთვის სახალისო და საინტერესო ფორმით  მიგვეწოდებინა. ამ პიკნიკით უნდა დაგვერწმუნებნა ისინი, რომ მეცნიერება არც ისე რთული  და მიუწვდომელია.

unnamed (3)აქცენტი  გავაკეთეთ იმაზე, რომ   რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ყოფილიყო ჩართული.  სტუდენტებს ესაუბრათ სკოლის მოსწვალეებთან და  არამხოლოდ პროფესორებს და პედაგოგებს. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვთვლი რომ ჩვენი ეს მონდომება, ასე თუ ისე გამართლდა. პირველი პრეცედენტი იყო ჩვენი უნივერსიტეტის რეალობაში. გვინდა სექტემბრის თვეში სამინისტროს მიერ დაგეგმილი  სამეცნიერო  ფესტივალის ფარგლებში კიდევ უფრო უკეთესად წარვსდგეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იყო ერთჯერადი ღონისძიება და ეს იქნება ყოველწლიური სამეცნიერო პიკნიკი, რომელსაც წერეთლის უნივერსიტეტი დაგეგმავს და განახორციელებს,“ – გვითხრა გიორგი ღავთაძემ.

View post on imgur.com

სამეცნიერო პიკნიკის მთავარ შედეგად  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორი ახალგაზრდების ინტერესს მიიჩნევს. მისი აზრით, ამ ღონისძიებით ფაკულტეტებმა და უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტმა ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა და განავითარა. ამასთან, სამეცნიერო პიკნიკმა უნივერსიტეტის ცნობადობა კიდევ უფრო  გაზარდა.

62„იმერეთის მასშტაბით თითქმის ყველა სკოლა იყო წარმოდგენილი და ის ფაქტი, რომ ამდენი მოსწავლე თუ ახალგაზრდა ირეოდა უნივერსიტეტის ეზოში მეცნიერების მიზეზით, ეს უკვე ერთი შედეგი არის. უნივერსიტეტის ფაკულტეტებმა და დეპარტამენტებმა  კიდევ უფრო სხვაგვარად  დაინახეს საკუთარი შესაძლებლობები იმისა, რომ თავიანთი პოტენციალი მომავალი სტუდენტებისთვის ისე წარმოედგინათ, რომ რაც შეიძლება მეტი მათგანი დაეინტერესებინათ ამით. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ უნივერსიტეტის ცნობადობაც მეტნაკლებად გაიზარდა და არც ეს არის ცუდი. ვთვლი, რომ უნივერსიტეტი, როგორც ამ საზოგადოების აქტიური ნაწილი, უნდა იყოს ცნობადი და საყვარელი ადგილი ახალგაზრდებისთვის. ჩვენმა სტუდენტებმა მოახერხეს უნივერსიტეტის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მეცნიერების პოპულარიზაცია. საკუთარი ძალების მოსინჯვა და ახალ ამპლუაში წარმოგვიდგნენ – ლიდერების რანგში,“ – განაცხადა გიორგი ღავთაძემ.

სამეცნიერო პიკნიკის თანაორგანიზატორები  ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ იყვნენ.

,,ეს იყო ღირსეული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალგაზრდების წარმატებებისა და თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისთვის, ამ დღეს ქუთაისი გახდა ცენტრი სიახლეების წარმოდგენის განათლებისა და მეცნიერების წარმოსაჩენად,“ – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ახალგაზრდული ორგანიზაცია ,,აკმეს“ წარმომადგენელმა ნათია კალანდაძემ.

1„ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „აკმემ“ მოხალისეობრივ საწყისებზე პროექტით „ბიოქიმია მომავლისათვის“ მიიღო მონაწილეობა სამეცნიერო პიკნიკში.

პროექტის და ორგანიზაციის მიზანია, რომ ერთად აღმოაჩინონ ნიჭიერი ახალგაზრდები და ხელი შეუწყონ მათ მიერ სკოლაში მიღებული ცოდნის ტრანსფერს უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე, რათა ჩამოუყალიბდეთ 21-ე საუკუნის და მეცნიერული კვლევის უნარები“.

წერეთლის უნივერსიტეტში  სამეცნიერო პიკნიკის ჩატარებას მომავლ წელსაც გეგმავენ, თუმცა როგორც რექტორი აღნიშნავს, ღონისძიება უფრო მასშტაბური გახდება და ყველა დაინტერესებული პირის ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს.

130,,მომავალ წელს იგეგმება, რომ კარვები დავამატოთ. წელს მონაწილეობის მეტი მსურველი გვყავდა და ეზო არ გვეყო. მომავალ წელს ვეცდებით, რომ  ღონისძიება არ ჩაიკეტოს უნივერსიტეტის ეზოში და  ქალაქის ცენტრალურ ბაღში გადავიტანოთ. ასე ნებისმიერი მსურველი უფრო მარტივად შეძლებს დაესწროს, ნახოს და ჩაერთოს ფესტივალში.

ჩვენ აქედანვე მოგვიწევს მზადება, რომ სახალისო მეცნიერების ფესტივალი უფრო მასშტაბური გამოვიდეს. საქართველოს ყველაზე დიდი აქტივი არის ინტელექტუალური პოტენციალი და ამას გაღვივება და გამოყენება სჭირდება. თუნდაც ასეთი პატარა ღონისძიებებით უნივერსიტეტი თავის წილ აგურს დებს  სახელმწიფოს მშენებლობისთვის და ჩვენ მზად ვართ, რომ აქტიურად ჩავერთოთ ამაში,“ – განაცხადა გიორგი ღავთაძემ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  სექტემბრის თვეში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკშიც მიიღებს მონაწილეობას.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოამზადა თეონა გიორგაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური