GE

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ნიმუში და რჩევები მშობლებს რეგისტრაციისთვის

2018-2019 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა სკოლაში რეგისტრაციის მეორე ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისს, ზუსტად 09:00 საათზე დაიწყება და 8 ივნისს დასრულდება.

რეგისტრაცია იწარმოებს ბმულზე: registration.emis.ge

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში EDU.ARIS.GEს განუცხადეს, რომ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 74 596 ათასი ადგილია გაოყოფილი და 50 000 პირველკლასელს ელოდებიან.

EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ ელექტრონული რეგისტრაციის ნიმუშს და რეგისტრაციის პროცესში გამოცდილი მშობლების რჩევებს, თუ როგორ შეიძლება მოვახერხოთ ბავშვის სწრაფად და რაც მთავარია – სასურველ სკოლაში დარეგისტრირება.

როგორ გამოიყურება ონლაინსივრცე, სადაც მოსწავლეს არეგისტრირებთ:

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკიც შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ანუ, სკოლაში დარეგისტრირდება ყველა ის ბავშვი, რომელსაც სწავლის დაწყების დღემდე უკვე შეუსრულდა 6 წელი. ონლაინრეგისტრაციაზე მისათითებელი იქნება პირველკლასელის სახელი, გვარი, დაბადებისთარიღი, მისამართი, მშობლების პირადობის ნომრები და სასურველი სკოლის ნომერი.

რეგისტრაციის ნიმუში

პრაქტიკული რჩევები მომავალი პირველკლასელების მშობლებს:

ნატო, პირველკლასელის მშობელი: ძალიან კარგია, თუ ზეპირად იცი შვილის პირადი ნომერი, სკოლის სახელწოდება და მისამართი და ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია, ამ დროს ბევრად სწრაფად ავსებ მონაცემებს და სხვებისთვის დასწრების შანსიც მეტია. ძალიან ბევრ სკოლას ჩვენ ვიცნობთ მხოლოდ ნომრით და არ ვიცით, რომ შესაძლოა ის იყოს ვიღაცის სახელობის სკოლა. ონლაინრეგისტრაციისას, სკოლის ველის შევსებისას კი მისი მოძიება გაგიჭირდებათ. ამიტომ, წინასწარ დააზუსტეთ “გუგლის” საშუალებით თქვენთვის სასურველი სკოლის სრული სახელწოდება და მისი სწრაფად პოვნა და მონიშვნაც გაგიადვილდებათ. რაც მთავარია, არ ინერვიულოთ და გამართულ კომპიუტერთან დაჯექით.

ეკა, სკოლის მოსწავლის მშობელი: წინა დღეს უკვე ვორდის ფაილში გაქვს ჩამოწერილი ყველა მონაცემი, რომელიც შეაგროვე იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც ქვეყნდება ონლაინრეგისტრაციის დაწყებამდე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ. გაქვს დაკოპირებული ბავშვის პირადობის ნომერი, იმიტომ რომ ყველაზე რთული მაგ ნომრის ამოწერაა. რეგისტრაციის დღეს კომპიუტერთან ჯდები რეგისტრაციის დაწყების დროსთან შედარებით 20 წუთით ადრე და გიჟივით “არეფრეშებ” სარეგისტრაციო საიტს, რომ იქნებ სისტემა წუთით ადრე ჩაირთოს და შემდეგ უკვე ხელის ტექნიკის ამბავია. გახსნილი გაქვს საიტთან ერთად ვორდის ფაილიც, სათითაოდ აკოპირებ ჩამოწერილ მონაცემებს და სვამ რეგისტრაციის შესაბამის გრაფაში.

ნინო, მეორეკლასელის მშობელი: რეგისტრაციის დასრულების შემდეგ თქვენ მითითებულ სატელეფონო ნომერზე მიიღებთ სპეციალურ კოდს მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ეს კოდი აუცილებლად შეინახეთ, ამოიწერეთ. მთავარია, არ დაკარგოთ, რადგან ის საჭირო იქნება მაშინ, როცა სკოლაში საბუთებს მიიტანთ.

მეგი, სკოლის მოსწავლის მშობელი: ვურჩევ, შეკრიბოს სანათესაო და ვისაც წვდომა აქვს კომპიუტერთან ყველას მაუსზე ედოს ხელი. ეგება და რომელიმემ დაარეგისტრიროს სასურველ სკოლაში.

ელექტრონული რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ სკოლაში წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა და წარდგენის ვადები:

საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია – რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 8 მაისის 2018 წლის 8 ივნისის ჩათვლით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით. (პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება).

დოკუმენტები:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

ინფორმაცია პირველკლასელთა რეგისტრაციის ყველა ეტაპის შესახებ

წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ

2018 წლის სასკოლო არდადეგების განრიგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური