GE

პირველკლასელთა რეგისტრაციის შედეგები რეგიონების მიხედვით 25 მარტიდან დღემდე

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 21 მაისის 16:00 საათისთვის, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, პირველკლასელთა სამივე ეტაპის რეგისტრაციის შედეგები რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

თბილისის მასშტაბით სულ იყო 16 866 თავისუფალი ადგილი, აქედან უკვე შევსებულია 14 041

აჭარა -7056 ადგილი, დარეგისტრირდა – 3662

აფხაზეთი – 288 ადგილი, დარეგისტრირდა- 129

ქვემო ქართლი – 9629 ადგილი, დარეგისტრირდა – 3931

შიდა ქართლი – 5151 ადგილი, დარეგისტრირდა – 1978

იმერეთი – 11648 ადგილი, დარეგისტრირდა – 4405

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6737 ადგილი, დარეგისტრირდა – 2494

კახეთი – 6580 ადგილი, დარეგისტრირდა – 2025

მცხეთა-მთიანეთი – 1875 ადგილი, დარეგისტრირდა – 553

სამცხე-ჯავახეთი – 4605 ადგილი, დარეგისტრირდა – 1278

გურია – 2406 ადგილი,  დარეგისტრირდა – 591

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 773 ადგილი, დარეგისტრირდა –  155

შეგახსენებთ, პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს დილით დაიწყო და ერთ საათში რეგისტრაცია 11 400 მოსწავლეს ჰქონდა გავლილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 16:00 საათისთვის საქართველოს მასშტაბით 135 სკოლა უკვე სრულად შეივსო და აქ ვაკანტური ადგილები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ რეგისტრაციის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე უკვე დარეგისტრირებული მოსწავლის მეურვე ან მშობელი ბავშვის აღნიშნულ სკოლაში მიყვანას გადაიფიქრებს, ან საბუთების დაგვიანებით წარდგენის გამო რეგისტრაცია გაუუქმდება.

რაც შეეხება პირველ და მეორე ეტაპზე რეგისტრირებულთა მაჩვენებელს, ჯამში, 20 400 პირველკლასელი დარეგისტრირდა. სულ საქართველოს მასშტაბით 75 000-მდე ვაკანტური ადგილი იყო. საჯარო სკოლებში წელს  50-ათასზე მეტ პირველკლასელს ელოდებიან.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი 12 ივნისს დასრულდება.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი