GE

პირველკლასელთათვის გადასაცემი კომპიუტერების ტექნიკური მახასიათებლები გაძლიერდა

ახალი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ „ნეთბუქს“ მიიღებს – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი ნეთბუქების ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესებული და გაძლიერებულია, რაც გულისხმობს შემდეგს:

კომპიუტერები აღჭურვილი იქნება „მაიკროსოფტ 365-ის“ ლიცენზირებული პროგრამებით.

გაორმაგდა მყარი დისკისა და ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, რაც უფრო მეტი პროგრამის ინსტალაციისა და გაორმაგებული სიჩქარით მუშაობის საშუალებას მისცემს მოსწავლეებს.

რატომ დადგა პირველკლასელთა კომპიუტერებით დასაჩუქრება კითხვის ნიშნის ქვეშ და რომელ კომპიუტერებს მიიღებენ მოსწავლეები

სამინისტროს განმარტებით, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გაეძლიერებინა ძველი ბუქები, რომლებიც რეფორმით დაანონსებული სწავლების სტანდარტებს ვეღარ პასუხობდა.

რაც შეეხება სკოლებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობას, განათლების სამინისტროს ცნობით, ყველა საჯარო სკოლა ჩართულია უსაფრთხო ინტერნეტის ერთიან საგანმანათლებლო ქსელში. წლის ბოლომდე კი თბილისსა და რეგიონებში 400 სკოლა დამატებით უსადენო ინტერნეტით იქნება აღჭურვილი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური