GE

„პოსტკოვიდური MIS-C სინდრომი განსაკუთრებით 7-11 წლის ასაკამდე ბავშვებში დომინირებს“

რამდენიმე დღეა მოზარდების მშობლები MIS-C -კორონავირუსის შემდგომი გართულების სინდრომის გამო ღელავენ, რადგან შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა. დაავადება ინფექციის გადატანიდან ორ-სამ კვირაში ვლინდება, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ ის იშვიათია და ლეტალობით არ გამოირჩევა.

ექიმების თქმით, დაავდების მთავარი დამხასიათებელი სიმპტომია ცხელება 38 გრადუსი და მეტი, ფაღარათი, მუცლის არეში მწვავე ტკივილი, გამონაყარი სხეულზე, ხელების და ფეხების თითების შეწითლება და შეშუპება, კონიუნქტივიტი. მაღალი ტემპერატურა და ერთ ერთი ეს სიმპტომი კოვიდგადატანილ მოზარდებში შეიძლება იყოს ეჭვის საფუძველი და მას უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი კვლევები.

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი ამბობს, რომ დაავდების შესახებ გავრცელებულმა ცნობობებმა მშობლები პანიკაში ჩააგდო და უმნიშვნელო სიმპტომების შემთხვევაშიც ძალიან ღელავენ.

“2 დღეა კუჭაშლილი ბავშვების დამფრთხალი მშობლები რეკავენ და მეკითხებიან, შემთხვევით კოვიდის “ახალი გართულება” ხომ არ აქვთ მათ შვილებს. მეგობრებო, MIS-C ანუ ბავშვთა მულტისისტემური ანთების სინდრომი ძალიან იშვიათი (!) და თითქმის ყოველთვის ძალიან მძიმე (!) მდგომარეობაა. როგორც თავად სახელი გვეუბნება, დაავადება მულტისისტემურია, ანუ ორგანოთა რამდენიმე სისტემას მოიცავს. ის არასოდეს (არასოდეს!) შემოიფარგლება მხოლოდ ერთი, მაგალითად კუჭ-ნაწლავის, სისტემით. მოკლედ, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ბავშვს, რომელსაც ფაღარათის, ღებინების და მუცლის ტკივილის გარდა არაფერი აწუხებს და სიცხეც კი არ ჰქონია, ან 1-2 დღეში დაუმთავრდა, MIS-C ჰქონდეს.. კი, ყურადღებით უნდა ვიყოთ, ზუსტად ისევე, როგორც ყოველთვის. კი, პედიატრს უნდა მიმართოთ. განსაკუთრებით, თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა გაუარესდა, თუ სიცხე 3 დღეზე მეტად გახანგრძლივდა, ან თუ სხვა, კუჭ-ნაწლავთან დაუკავშირებელი ჩივილები დაემატა“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

ონკოლოგიის რეზიდენტი და ლექტორი გიორგი ღოღობერიძე მშობლებს ურჩევს, თუ ოჯახში კოვიდი გადაიტანეს და ბავშვები ჰყავთ, მაქსიმალური ყურადღება დაუთმონ ფიზიკურ აქტივობას, სითხეების მიღებას და ჯანსაღ კვებას.

„დაავადება კოვიდის მოხდიდან 2-3 კვირაში ვითარდება, ამიტომ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით 7-11 წლის ასაკამდე ბავშვები დომინირებს ამ სინდრომის შემთხვევაში. თუ ბავშვს აქვს მაღალი ცხელება, მუცლის ტკივილი და თვალები ჩაუწითლდა, პედიატრთან ვარკვევთ და ის წყვეტს კვლევების ჩატარებას და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას. პრევენციისთვის საჭიროა, კოვიდის მოხდიდან 2-6 კვირის განმავლობაში ბავშვს მივცეთ საკმარისი რაოდენობის სითხეები, ეს იქნება ჩვეულებრივი კომპოტი თუ სხვა სითხე, გარდა ამისა იყოს საკმარისი რაოდენობით ფიზიკური აქტივობა, როცა მოძრაობს სხეული იმუნური სისტემაც კარგ ფორმაშია. გარდა ამისა, ძილი უნდა იყოს ბავშვებში დარეგულირებული, მინიმუმ 8 საათი. დავამატებდი იმასაც, რომ ბავშვების შემთხვევაში დიდი როლს თამაშობს ხილი -მოცვი, ავოკადო და ვაშლი, შეიძლება ავოკადო ვერ ვიშოვოთ და საკმაოდ ძირი ღირს, მაგრამ ვაშლი მოიპოვება.სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მშობლები ნუ შეეცდებიან პრეპარატი იმუნოგლობულინი აფთიაქებში ეძებონ, ეს წამალი აქვთ კლინიკებს, და თუ იქნება საჭიროება მაშინ იქნება გამოყენებული, ყველას არ სჭირდება“, – აცხადებს ექიმი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური