GE

პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობა GRUNI-ს სამართლის სკოლაში

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღების შესაძლებლობებით ხიბლავს.

უნივერსიტეტი აქვეყნებს ცნობებს სამართლის სკოლით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.

სამართლის სკოლის ერთ-ერთ მთავარ რგოლს კრიმინალისტიკის ლაბორატორიული ცენტრი წარმოადგენს. ლაბორატორია თავისი აღჭურვილობით უნიკალურია და ანალოგი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არ მოეძებნება.

ამასთან, სამართლის სკოლის სტუდენტებს ემსახურება სატრენაჟორო ოთახი. სტუდენტები მუშაობენ სიტუაციურ მაკეტებზე და სხვადასხვა სიტუაციაში სწორი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხერხებს ეუფლებიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური