GE

პრემიერი: არალიცენზირებული სკოლები დაიხურება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არალიცენზირებულ სკოლებთან დაკავშირებით ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც შესაბამისი ნებართვები არ აქვს, არ უნდა ფუნქციონირებდეს.

ეს განცხადება ბახტაძემ პარლამენტში, მინისტრობის კანდიდატებისა და საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტების“ შეხვედრაზე გააკეთა.

„რაც შეეხება არალიცენზირებულ სკოლებს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკანონმდებლო სისტემას, საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ნებართვა და ლიცენზია, არ  უნდა ფუნქციონირებდეს და სახელმწიფო ამის საშუალებას არავის უნდა აძლევდეს, მე ძალიან პირდაპირი პასუხი მაქვს ამ საკითხზე და რა თქმა უნდა შესაბამისი მიდგომითაც ვიმოქმედებთ. ჩვენი მიზანია არამხოლოდ ვიყოთ ეკონომიკური ცენტრი რეგიონისთვის, არამედ საგანმანათლებლო ცენტრიც, ეს არის ჩვენი ისტორიული მისია. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ, მაგრამ ნებისმიერი სასწავლებელი, რომელიც საქართველოში გაიხსნება, უნდა იყოს შესაბამისი კანონმდებლობის და რეგულაციის ქვეშ“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე:

ციფრული სკოლის კონცეფცია – რას გულისხმობს განათლების მომავალი მინისტრის ახალი ინიციატივა

„მასწავლებელთა ხელფასების ზრდა აუცილებლად მოხდება“ – განათლების მომავალი მინისტრი

„სკოლამდელ განათლებაში საგანმანათლებლო პროგრამების ჩართვა და აღსაზრდელთა ზოგადი უნარების ამაღლება მოხდება“

სკოლების სახელმძღვანელოებზე მუშაობა გაგრძელდება და მსოფლიოში აღიარებული ლიტერატურით გამდიდრდება

მოამზადა გიორგი ხუხიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური