GE

პრემიერი განათლების რეფორმაზე – არ შეიძლება, მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ეს შედეგი დადგება 10 წლის შემდეგ

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერიოდულად გამართავს და უწყებებში არსებული დინამიკის შესახებ კონკრეტულ ცნობებს მიიღებს.

ამის შესახებ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სადაც ახლადანიშნული პრემიერი განათლების სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. მთავრობის მეთაური ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესით დაინტერესდა და მიიღო ინფორმაცია, რა სიახლეებია 2019-2020 სასწავლო წელს.

„ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და კიდევ ბევრი რამ. ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად უნდა აშენდეს და ხალხმა ეს უნდა იგრძნოს. არ შეიძლება, მოსახლეობას ვუთხრათ, რომ ეს შედეგი დადგება 10 წლის შემდეგ. ეს არასწორი იქნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური