GE

პრემიერი: სოციალურად დაუცველი არასრულწლოვნების დახმარება 150 ლარამდე იზრდება

სოციალურად დაუცველ ბავშვებს სახელმწიფო დახმარება 50 ლარით გაეზრდებათ და 150 ლარი გახდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 18 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, გაზრდილი დახმარების მიღებას არასრულწლოვნები პირველი ივნისიდან შეძლებენ და აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.

„ამ მიმართულებით 341 მილიონი ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი. ასევე ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც და ჩვენი გადაწყვეტილება არის, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას.

სოციალურად დაუცველი არასრულწლოვნების დახმარება წინა პრემიერის დროს, პანდემიის პირობებში ამოქმედდა და თავდაპირველად 50 ლარს შეადგენდა, თუმცა, 2021 წლის პირველი ივნისიდან იგი გაორმაგდა და 100 ლარი გახდა.

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური