GE

პროექტები და პროექტებზე დაფუძნებული სწავლება- როგორ ხედავენ ქართველი პედაგოგები განსხვავებას ამ ორს შორის და რა არის სინამდვილე?

გასული სასწავლო წლის მიწურულს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „პროექტებზე დაფუძნებული სწავლების“ შედეგები შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა. ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

„ბრიტანეთის საბჭოს ინიცირებითა და მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით გადამზადდა 700 მასწავლებელი, მომზადდნენ ტრენერები, შეიქმნა არაჩვეულებრივი რესურსები საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის. ამ მიდგომის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი არის ის, რომ აქ სწორედ მასწავლებლებთან თანამშრომლობით ხორციელდება ისეთი მიდგომით სწავლა-სწავლება სკოლებში, რომელიც გულისხმობს აქტიური სწავლების პრინციპების დანერგვას. ამ მოდულებსა და პროექტში სამიზნედ იყო აღებული მდგრადი განვითარების მიზნები, და ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ იღრმავებენ კონკრეტული საგნის მიმართულებით ცოდნას, არამედ, კომპლექსურად ივითარებენ უნარებს. მათი გააქტიურება ხდება როგორც სამოქალაქო ცნობიერების მიმართულებით, ასევე იმ საკითხებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, ბუნებაზე ზრუნვა და სხვა. ამ ელემენტს განათლების რეფორმის ფარგლებში აუცილებლად განვავითარებთ, რათა მოსწავლის განვითარება მოხდეს კომპლექსურად და ხელი შევუწყოთ მასწავლებელთა თანამშრომლობას, რომ ინტერდისციპლინარული მიდგომებით ისინი გავიდნენ შედეგებზე და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე, რაც საჭიროა 21-ე საუკუნის მოსწავლისთვის“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.

მართალია, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტრენინგები მხოლოდ ინგლისურის პედაგოგებს უტარდებოდათ და გადამზადების პროცესი დღემდე გრძელდება, მაგრამ საინტერესოა, რომ სხვა საგნის მასწავლებელთა დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია პროექტებზე დაფუძნებული სწავლების შესახებ. კითხვაზე, იყინებთ თუ არა პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას, გვპასუხობენ, რომ დიახ, მოსწავლეებს პროექტებს ხშირად აკეთებინებენ. საქმე ისაა, რომ მათ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და კლასში დიდ ფურცელზე გაკეთებული პროექტი ერთი და იგივე ჰგონიათ.

სინამდვილეში, პროექტები საკლასო ოთახში ისევე მოძველებულია, როგორც თავად საკლასო ოთახები.

პროექტების ფარგლებში მოსწავლეებს შეუძლიათ წარმოადგინონ მთელი რიგი  დავალებები, რომელთა შესრულებაც სახლში ან კლასშია შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება (PBL) მოიცავს პროექტებს, PBL-ში უფრო მეტი ყურადღება ექცევა სწავლების პროცესს, მოსწავლეების ურთიერთკავშირს, რაც თავად პროდუქტია.

სასწავლო პროცესი ასევე პერსონალიზებულია სტუდენტების მიერ, რომლებიც სვამენ მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს და ფიქრობენ ცვლილებებზე, იდეები ინდივიდუალური თუ კოლექტიური მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება. რეალური პრობლემების გადასაჭრელად PBL-ს ფარგლებში მოსწავლეს შეუძლია თამაში, ექსპერიმენტები, სიმულაციები და მან შესაძლოა ამაში საზოგადოების წევრებიც ჩართოს.

PBL ორიენტირებულია მოსწავლეზე. მათ არ უწევთ არჩევანის გაკეთება ორ აკადემიურ პროექტს შორის და არ არიან შეზღუდულნი დროში. პროექტები ეხება მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებსა თუ გამოწვევებს.

ემი მაიერის მიერ შედგენილი გრაფიკი გაჩვენებთ, რომ განსხვავება პროექტებსა და პროექტებზე დაფუძნებულ სწვლებას შორის მნიშვნლოვანია. საბოლოო ჯამში,  ყველაზე დიდი განსხვავება მაინც პროცესია.

პროექტები პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
1.აუდიტორია არის კლასში 1.აუდიტორია რეალურ სამყაროშია
2. წინასწარ დაგეგმილი და ნათელია 2.ცვლილებებისადმი ღიაა
3.აქვს მიმართულებები და კრიტერიუმები  3.აქვს მიზანი და დაფუძნებულია კვლევაზე
4.მოსწავლე არის მოსწავლე 4.მოსწავლე კისრულობს ავტორიტეტის როლს
5.ნაშრომი მასწავლებლის ხელშია 5.სცდება სკოლის საზღვრებს და ქვეყნდება
6.შექმნილია კონკრეტული ნიმუშისა და მისიის მიხედვით 6.დაფუძნებულია რეალურ პრობლემებსა და შესაძლებლობებზე
7.შესაძლოა, შესრულდეს სახლში მასწავლებლისა და გუნდის გარეშე 7.მოითხოვს პედაგოგის ხელმძღვანელობას და გუნდს
8.მასწავლებლის მიერ ხაზგასმულია საჭირო დეტალები 8.მოიცავს ბევრ „საჭიროა იცოდე“ პუნქტს, რომელსაც ადგენენ მოსწავლეები და პედაგოგი
9.მასწავლებელი ხდება მთავარი პროექტის დასრულების შემდეგ 9.მასწავლებელი ძირითადად, მუშაობს პროექტის დაწყებამდე
10.მოსწავლეებს არ აქვთ ალტერნატივა პროექტის არჩევისას 10.მოსწავლეების მიერ სამუშოად არჩეული პროექტი მასწავლებლებისთვის, ხშირად მოულოდნელი და გასაკვირია.
11.მსგავსი პროექტი განხორციელებულია წინა წელსაც 11.შეკითხვების დასმის გზით  განიხილება საკითხის ყველა ასპექტი და იკვეთება ის, რისი ცოდნაც მოსწავლეებისტთვის საჭიროა
12.აქცენტირება კეთდება რაიმე პროდუქტის შექმნაზე – პოსტერი, დიორამა, პლაკატი… 12.მიზანია დაგეგმვა და განხორციელება
13.დახურულია – ყველა პროექტს ერთი და იგივე მიზანი აქვს( ხელმძღვანელობენ მაგალითით, შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა) 13.ღიაა: სტუდენტი აკეთებს არჩევანს, რათა განსაზღვროს შედეგები და კვლევის გზა
14.არ გამოიყენება რეალური პრობლემების გადასაჭრელად 14.მიზანია, რეალურ პრობლემებზე მსჯელობა და მათი მოგვარების გზების დასახვა
15.არ შეესაბამება მოსწავლეთა ცხოვრებას 15.რელევანტურია მოსწავლეთა ამჟამინდელი ან სამომავლო ცხოვრების დროს
16.მონაწილეობს მხოლოდ კლასი 16.პროექტი ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის
17.ყოველთვის ერთი და იგივეა 17.განსხვავებულია

 

წყარო: teachthought.com

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური