GE

პროექტი Erasmus+ AG-LAb – Georgia

პროექტი „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“ ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე Erasmus+პროგრამის ფარგლებში.

პროექტის მიზანია ევროპელი პარტნიორების დახმარებით ხელი შეუწყოს აგრარული და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას ევროკავშირთან ახლახანს ასოცირებული წევრი-ქვეყნების ტესტირებისა და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში მომუშავე სპეციალისტების მომზადება/გადამზადების გზით, კერძოდ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვეთში.

საქართველოდან პროექტში მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია.

იხილეთ ვიდეორგოლის ბმული

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური