GE

პროექტის “ილიაუნი+” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტი ილიაუნი+ განხორციელდა ორ ეტაპად – პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის და რეალურ პროექტზე მუშაობა.

პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეულმა სტუდენტებმა გაიარეს კურსები დიზაინის, Front-end პროგრამირების, wordpress დეველოპმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. კურსის წარმატებულ მონაწილეებს კი რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდათ.

პროექტის მხარდაჭერი იყო სამედიცინო კორპორაცია ევექსი.

საბოლოო პროექტების თემის – ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია – ფარგლებში სტუდენტებმა შექმნეს 8 პროექტი:

1. ჯანსART– პროექტი გულისხმობს ილუსტრირებული მხატვრების ავატარებზე მორგებულ თამაშს, რომელიც ორიენტირებულია, მაქსიმალურად მარტივი და სახალისო საკომუნიკაციო ენის გამოყენებით სამიზნე აუდიტორიას უჩვენოს ჯანსაღი და არაჯანსაღი ქცევის ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგები;

2. დეპრესიული ჩატბოტი – პროეტი არის ჩატბოტი – ცუგა (Moody), რომელიც ჩივის ძაღლურ პრობლემებზე. იმაზე, თუ როგორი ზარმაცია მისი პატრონი. მას აქვს დღიურები და შეგიძლია ელაპარაკო ყოველდღიურ პრობლემებზე;

3. კიბერ ბოსტანი – საკვები ბოტები: ჭარხალა, სტაფილო და ა.შ., გაპიროვნებული ავატარები, იწერებიან რეცეპტებს, თავიანთ თვისებებს და ა. შ. აქვთ დღიურები, რომლებშიც სხვადასხვა თემაზე წერენ სახალისო ისტორიებს;

4.„ფიტნეს პორტალი“– საიტი, რომელიც ადამიანებს სასურველ ტრენერებსა და დარბაზებთან დააკავშირებს;

5. ჯანსაღი ცხოვრების ლექსიკონი – იდეა არის უცნობი ან ნაცნობი სიტყვების განმარტების ცოდნა და მათი პოსტერების, ანუ ვიზუალური ლექსიკონის, ვარიანტში ხილვა. გონების გავარჯიშებაში მომხმარებელს კროსვორდი დაეხმარება. დაეხმარება გაიგოს მომხმარებლის ჩართულობის შესახებ, ასევე გაეცნობა ისტორიას ლექსიკონის კაცუნას შესახებ, რომელიც ღიმილს მაინც მოგვრის მკითხველს.

6. იპოვე შენი ბალანსი – თამაში, რომელიც გვიჩვენებს, რომ არაჯანსაღი პროდუქტების მიღებისას ბალანსის დაცვა რთულია. ეს თამაში წარმოაჩენს, რომ ასეთი პროდუქტის მიღება არასასურველია.

7. ჯანსAPP – აპლიკაცია, რომელშიც იქნება რამდენიმე სერვისი – პაციენტების ონლაინსამედიცინო ისტორია, გამოკვლევების პასუხები, ვიზიტის დაჯავშნა.

8. anonima – ოტი, რომელიც მოზარდებისათვის სექსუალურ განათლებაზე ნებისმიერ ინფორმაციას ფლობს.

გამარჯვება ორმა გუნდმა მოიპოვა:

I ადგილი – „ანონიმური კითხვები ჯანმრთელობაზე“

სალომე მინდიაშვილი (HTML)
თაკო ლორია (Design)
თამთა პაპუკაშვილი
გიორგი გიუნაშვილი (Digital)

II ადგილი – „საკვები პროდუქტების ბოტები“

თამთა პაპუკაშვილი (Digital)
ანა გვენცაძე (Design)
მარიამ მუხათგვერდელი (WordPress)
მარი გამსახურდიშვილი (Design)

გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სტიპენდიები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური