GE

პროექტის მენეჯერის ასისტენტი – EDU.ARIS.GE – ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის

EDU.ARIS.GE – საგანმანათლებლო ამბების პორტალია, რომელიც, უკვე 9 წელზე მეტია, აქტიურად აშუქებს განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, მაღალი ცნობადობითა და ნდობით სარგებლობს ამ სფეროთი დაინტერესებულ აუდიტორიაში.

ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე, ვეძებთ კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

ვაკანსია: პროექტის მენეჯერის ასისტენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დრო: შეთავსებით
4 საათი დღეში, 5 სამუშაო დღის განმავლობაში (ან 2,5 სამუშაო დღე)

ანაზღაურება 400 ლარიდან (ხელზე ასაღები), თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

ხანგრძლივობა: 4 თვე, კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.

სამუშაოს აღწერა:

დაეხმაროს პროექტის მენეჯერს პროექტების თითოეული ფაზისა და ასპექტის შესრულებაში;

ახალი პროექტების კონცეფციების შექმნასა და დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;

საჭიროებისამებრ პრეზენტაციების მოამზადება;

შეხვედრების ორგანიზება/დაგეგმვა;

პროექტში დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული საკითხების მართვა

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება /დამამთავრებული კურსის სტუდენტი, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგისა ან მენეჯმენტის მიმართულებით;

ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;

საინფორმაციო სფეროში პროექტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

განცხადებების მიღების ბოლო ვადა – 17 ნოემბერი, 2019

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე: cvpma@aris.ge , თემაში მიუთითეთ – „პროექტის მენეჯერის ასისტენტი“

შემოუერთდით არის.ჯი-ს გუნდს!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm