GE

პროექტის „სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022“ განხორციელება დაიწყო

„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022“ ფარგლებში თბილისის, გორისა და თელავის მონაწილეებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თბილისში, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეების ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვისა და სამოქალაქო ჩართულობის პროექტების განსახორციელებლად საჭირო უნარების განვითარებას.

ტრენინგებზე მონაწილეებმა განიხილეს ადვოკატირების კამპანიის არსი, მიზანი, ტიპები, მეთოდები და როლი საზოგადოების განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა ადვოკატირების კამპანიის დროს საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრის მნიშვნელობაზე. ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ მაგალითებს, რაც მონაწილეებს დაეხმარათ თეორიული მასალის უკეთ ათვისებაში.

ტრენინგის დასკვნითი დღე დაეთმო პროექტების წერისა და მართვისთვისთვის საჭირო საკითხების განხილვას. მონაწილეებმა ჯგუფური სავარჯიშოების ფარგლებში განიხილეს პროექტების სამუშაო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების ეტაპები.

ტრენინგი წარიმართა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში. პრაქტიკულმა და ჯგუფურმა სავარჯიშოებმა ხელი შეუწყო მონაწილეების იმგვარი უნარების განვითარებას, რომელიც მათ დაეხმარებათ პროექტის შემდგომ ეტაპზე სამოქალაქო ჩართულობის ცალკეული პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

ამ ტრენინგებით დასრულდა პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა გაერთიანებული ტრენინგების ჩატარებას პროექტის მონაწილეებისთვის. პროექტის შემდგომ ეტაპზე ჩატარდება ვორკშოფები, რომელიც ხელს შეუწყობს მონაწილეების ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივ თემში აქტუალური სოციალური საკითხების შესახებ, შემდგომ კი ისინი გადანაწილდებიან ჯგუფებში და თავად განახორციელებენ სამოქალაქო ჩართულობის პროექტებს.

„სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით, რომლის განხორციელებაშიც მონაწილოებენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, თბილისის, ბათუმის, ზუგდიდი და თელავის უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური