GE

პროფესიულ განათლებაში სწრაფი დასაქმებისა და მოკლევადიანი გადამზადების სისტემის შექმნა იგეგმება

დღეს, 14 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმა წარადგინა.

მინისტრის მიერ წარდგენილი რეფორმა მოიცავს განათლების სისტემის ხუთივე მიმართულებას, მათ შორის, პროფესიულ განათლებას.

მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმის მთავარი ამოცანა რეგიონულ განვითარებაზე ორიენტირებული სწრაფი დასაქმების მოქნილ მოდელზე გადასვლაა, რაც მოკლევადიანი გადამზადების სისტემის შექმნას გულისხმობს. ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახდება მხოლოდ კერძო სექტორის მონაწილეობით და სამუშაო რესურსების მოთხოვნა-მიწოდების მაქსიმალური უზრუნველყოფით.

იმისათვის, რომ რეფორმა იყოს შედეგიანი, იგი განხორციელდება ეტაპობრივად, გაწერილი გეგმის მიხედვით. მისი პირველი ეტაპი, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს, ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდას კიდევ 13 მუნიციპალიტეტში.

პროფესიული განათლების რეფორმა ითვალისწინებს 2019-2022 წლებში პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური