GE

პროფესიულ კოლეჯებში სწავლა 2 დეკემბერს დაიწყება

პროფესიულ კოლეჯების უმრავლესობაში სწავლა 2 დეკემბერს დაიწყება. როგორც პროფესიული განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ირინა წეროძემ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, კოლეჯებს ინდივიდუალურად შეუძლიათ სწავლის დაწყების თარიღის განსაზღვრა, თუმცა მათ უმრავლესობაში სასწავლო პროცესი 2 დეკემებერს დაიწყება.

„კოლეჯების უმეტესობაში სწავლა დაიწყება 2 დეკემბერს, თუმცა მათ აქვთ საშუალება ეს თარიღი ინდივიდუალურადაც გადაწყვიტონ“, – განაცხადა ირინა წეროძემ.

მისივე თქმით, წელს არის პირველი წელი, როდესაც კერძო კოლეჯებში სტუდენტები სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსებით ჩაირიცხნენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საშემოდგომო პროფესიული ტესტირების საბოლოო შედეგები ცნობილი   ნოემბრის შუა რიცხვებში გახდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ჩვენთვის მოწოდებული მონაცემებით, სულ პროფესიულ კოლეჯებში ჩარიცხვის უფლება მოიპოვა 5621-მა პირმა. აქედან მოდულურ პროგრამებზე 5370-მა პირმა და დუალურზე 251-მა. ასევე, ჩარიცხვის უფლება საშემოდგომო მიღებაზე 174-მა სპეციალური საჭიროების მქონე პირმა მოიპოვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური