GE

პროფესიულ კოლეჯში მოსახვედრად ტესტირება მაისში ჩატარდება – როგორია კონკურსი პროგრამების მიხედვით საგაზაფხულო მიღებაზე

პროფესიულ სასწავლებლებში 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრაცია 19 აპრილს დასრულდა. ჯამში 3111 ადგილზე, 5926-მა ალიკანტმა გამოთქვა სწავლის გაგრძელების სურვილი.

როგორც EDU.ARIS.GE-ს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ განუცხადა, აპლიკანტებმა ყველაზე მეტად სურვილი კულინარიის ხელოვნების შესწავლაზე გამოთქვეს. ყველაზე დიდი კონკურსი კი ადგილების რაოდენობისა და დარეგისტრირებულთა თანაფარდობის გათვალისწინებით „საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერის“ პროგრამაზეა.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ პირველ ათეულს თუ რომელ მიმართულებაზე როგორი კონკურსი დაფიქსირდა საგაზაფხულო მიღების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ:

1. კულინარიის ხელოვნება – 1197 მსურველი. ადგილების რაოდენობისა და რეგისტრირებული პირების თანაფარდობა – 5,14-ია.

2. ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა – 927 მსურველი. ადგილების რაოდენობისა და რეგისტრირებული პირების თანაფარდობა – 3,58 -ია.

3. ვებ ინტერფეისის დეველოპერი – 506 მსურველი. ადგილების რაოდენობისა და რეგისტრირებული პირების თანაფარდობა – 4,48-ია.

4. ელექტროობა – 461 მსურველი. ადგილების რაოდენობისა და რეგისტრირებული პირების თანაფარდობა – 2,21 -ია.

5. ბუღალტრული აღრიცხვა – 422 მსურველი. ადგილების რაოდენობისა და რეგისტრირებული პირების თანაფარდობა – 3,91-ია.

6. კონდიტერი – 368 მსურველი. ადგილების რაოდენობისა და რეგისტრირებული პირების თანაფარდობა – 6,18-ია.

7. ვებ ინტერფეისის დიზაინერი – 353 მსურველი. ადგილების რაოდენობისა და რეგისტრირებული პირების თანაფარდობა – 4,53-ია.

8. საოფისე საქმე – 323 მსურველი. ადგილების რაოდენობისა და რეგისტრირებული პირების თანაფარდობა – 3,89 -ია.

9. საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი – 278 მსურველი. ადგილების რაოდენობისა და რეგისტრირებული პირების თანაფარდობა – 8,97-ია.

10. თმის სტილისტი – 242 მსურველი. ადგილების რაოდენობისა და რეგისტრირებული პირების თანაფარდობა კი – 2,40-ია.

ირინა წეროძის ინფორმაციით, მისაღები გამოცდა მაისის დასაწყისში ჩატარდება, გამოცდიდან, ორ კვირაში კი საბოლოო რანჟირების დოკუმენტი იქნება მზად და პროფესიული სტუდენტებისთვის ცნობილი გახდება სად ჩაირიცხნენ.

წელს საგაზაფხულო მიღება 22 დაწესებულებას ჰქონდა გამოცხადებული, ჯამში 62 უნიკალურ პროგრამაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური