GE

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 19 ოქტომბერს დასრულდება – ტესტების ნიმუშები და პროგრამები

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 3 ოქტომბერს დაიწყო და 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. აპლიკანტები რეგისტრაციას გაივლიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.

შეგახსენბთ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს ზოგადი საბაზო განათლების (9 კლასი) დამადასტურებული დოკუმენტი, აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სრული სახელმწიფო დაფინანსებით და დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

იხილეთ:

საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამები

პროფესიული ტესტირების ნიმუშები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ იხელმძღვანელონ საგამოცდო პროგრამებით.

“ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N120/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მიმართულების ან/და დარგის სპეციალობის შესაბამისი პროფესიული უნარების ტესტის ტიპი და საგნის/საგანთა ჯგუფი იხილეთ დანართში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური