GE

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციისთვის ორი დღე რჩება

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 20 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს, 18 აგვისტოს ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროფესიული განათლების მიღების მსურველებს 20 აგვისტოს ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, შეთავაზებული 120-ზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან აირჩიონ მათთვის სასურველი და დარეგისტრირდნენ.

საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედი 70-ზე მეტი საჯარო და კერძო პროფესიული კოლეჯი აქტიურ საინფორმაციო კამპანიაშია ჩართული და სხვადასხვა ფორმით აწვდის საჭირო ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს.

20 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ რეგისტრაცია პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, მათ შორის, ინტეგრირებულ პროგრამებზე, რომლებიც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, სრულ ზოგად განათლებასაც შესთავაზებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებული სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს.

ამავე თემაზე: 

რა ფუნქციები დააკისრეს განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტს

ევროკავშირში მე-9 კლასის კურსდამთავრებულების 50% პროფესიულ განათლებას ირჩევს, საქართველოში -1%

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური