GE

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება 4 ნოემბერს ჩატარდება

პროფესიულ პროგრამებზე 2018 წლის საშემოდგომო მიღებაზე ტესტირება 4 ნოემბერს 09:00 საათიდან დაიწყება, რაც შეეხება პრეტესტს, იგი ტესტირების წინა დღეს, 3 ნოემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.

პრეტესტის მიზანი მონაწილეებისათვის ტესტის ფორმატისა და პროცედურების გაცნობაა. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიარონ ტესტირება, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.

დეტალური ინფორმაცია პრეტესტისა და ტესტირების ჩატარების შესახებ საგამოცდო ბარათზეა მოცემული.

ბარათზე მითითებული იქნება:

  • მონაწილის პირადი ინფორმაცია;
  • რეგისტრაციის დრო;
  • საგამოცდო ცენტრის მისამართი;
  • ინფორმაცია პრეტესტის შესახებ.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს საგამოცდო ბარათების აღება 2 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. საგამოცდო ბარათები გაიცემა რესურსცენტრებში ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც პროფესიული ტესტირებისათვის დარეგისტრირდით. ბარათის ამობეჭდვა ასევე შესაძლებელია ვებგვერდიდანაც: www.vet.emis.ge, უნიკალური კოდის დაკარგვის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.

საგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:

  • სარეგისტრაციო ფურცელი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხილეთ საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი

პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება.

დაფინანსების მოპოსაპოვებლად მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტების მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის ახალი საგამოცდო მოდელი მოამზადა, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.

იხილეთ პროფესიული პროგრამებისათვის ტესტირების ნიმუშები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური