GE

პროფესიულ პროგრამებზე ჩასაბარებელი ტესტის მინიმალური ზღვარი და საგამოცდო დრო ცნობილია

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2 მაისს დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერს, 2022 წელს თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 30, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი გამოსაცდელს გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 15%-ს. ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 1 საათსა და 30 წუთს.

ასევე იხილეთ:

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადები ცნობილია – პროცედურა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური