GE

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისთვის რეგისტრაცია 22 აგვისტოს დასრულდება

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აბიტურიენტებსა და არამხოლოდ მათ, შეახსენებს, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება 22 აგვისტოს ჩათვლით.

უწყების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციითვე, 2022 წელს, მიღება გამოცხადებულია საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 200-ზე მეტი დასახელების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები პროფესიული განათლების მსურველთათვის – 2022

“რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge. 2022 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი იხილეთ ვებგვერდზე – vet.emis.ge. პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge”, – აღნიშნულია მართვის სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე იხილეთ:

რეგისტრაციის ვადები და პროცედურა

9-კლასდამთავრებულები აქ ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ – რამდენი ადგილია წელს ინტეგრირებულ პროგრამებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური