GE

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამეზე ჩარიცხვის საბოლოო შედეგები 1-ელ ოქტომბრამდე გახდება ცნობილი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა შერჩევა 26 სექტემბერს დასრულდება. საბოლოო შედეგები კი 1-ელ ოქტომბრამდე გამოცხადდება. აღნიშნულ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს, 20 სექტემბერს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ჩარიცხულ სტუდენტებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 10 ოქტომბრამდე შეეძლებათ.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესის თანახმად, აპლიკანტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებას მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში აბარებენ. საშუალო და საბაზო პროფესიულ პროგრამებზე კი ცენტრალიზებული ტესტირების გარეშე ირიცხებიან – გადაწყვეტილებას ინდვიდუალურად პირდაპირ კოლეჯები იღებენ.

ცნობისთვის, წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განაცხადი 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა.

ამავე თემაზე:

ევროკავშირში მე-9 კლასის კურსდამთავრებულების 50% პროფესიულ განათლებას ირჩევს, საქართველოში -1%

როგორ უნდა მოხვდეთ პროფესიულ კოლეჯში – გართულდა თუ გამარტივდა მიღების პროცედურა?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური