GE

პროფესიულ ტესტირებაზე გამსვლელთა საყურადღებოდ – პროგრამების ჩამონათვალის ცვლილების ვადები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, აპლიკანტის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის შეცვლის ვადები განისაზღვრა.

აპლიკანტებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის შეცვლას 2017 წლის 31 ოქტომბრიდან 2017 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ.

2017 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირება 29 ოქტომბერს 09:00 საათიდან ჩატარდება.

დეტალური ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ტესტირების ჩატარების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური