GE

პროფესიული განათლების ეროვნულ პროფესიულ საბჭოს ახალი შემადგენლობა ჰყავს – სია

„პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, საბჭო ახალი წევრებით დაკომპლექტდა.

“პროფესიული განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერის მიზნით, დამტკიცდეს პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ალექსანდრე ჯეჯელავა  − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი − საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს მთავრობის მხარე:

ქეთევან ნატრიაშვილი  − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;

ირმა ქავთარაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

რევაზ ჯაველიძე − საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ვალერი კვარაცხელია  − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

ირაკლი მატკავა − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;

რევაზ ასათიანი  − საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

დამსაქმებელთა ასოციაციების/გაერთიანებების მხარე:

ელგუჯა მელაძე  − ა(ა)იპ − საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;

მაია ჩიხლაძე  − ა(ა)იპ − საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;

მიხეილ ჭელიძე  − ა(ა)იპ − საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი;

დანიელ გახარია − ა(ა)იპ − საქართველოს ქალდამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;

ირმა დაუშვილი − ა(ა)იპ − საქართველოს ქალდამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;

ლევან სილაგავა  − ა(ა)იპ − საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი;

დასაქმებულთა პროფესიული კავშირების მხარე:

ირაკლი პეტრიაშვილი − ა(ა)იპ − საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე;

ილია ვერძაძე  − ა(ა)იპ − საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე;

თამაზ დოლაბერიძე  − ა(ა)იპ − საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირების პრეზიდენტი;

ლავრენტი ალანია  − ა(ა)იპ − საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მშენებელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე;

ამირან ზენაიშვილი  − ა(ა)იპ − საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირების თავმჯდომარე;

გოჩა ალექსანდრია  − ა(ა)იპ − საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე;

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხარე:

ირინე ინასარიძე  − ა(ა)იპ – ასოციაცია „ანიკას“ დირექტორი;

სერგო თურმანიძე − ა(ა)იპ − ასოციაციების მართვის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;

ნინო ზამბახიძე − ა(ა)იპ − საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე;

ბექა ურუშაძე − ა(ა)იპ − კოალიცია „განათლება ყველასათვის − საქართველოს“ დირექტორი, ამავდროულად, კოალიციაში შემავალი ორგანიზაციის „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ განათლების პროექტების კოორდინატორი;

ნინო ღანიშაშვილი − ა(ა)იპ − ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი;

ალექსანდრე ეჯიბაძე  − ა(ა)იპ − პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე”, – წერია საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განკარგულებაში.

პროფესიები დასაქმების გარანტიით

პროფესიული განათლება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური