GE

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია საგაზაფხულო მიღებაზე 8 აპრილიდან დაიწყება

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის საგაზაფხულო მიღებაზე 8 აპრილს დაიწყება და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. აპლიკანტები პირადობის მოწმობით რეგისტრაციას გაივლიან საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. მათ ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.

რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე. რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ.

ვის შეუძლია რეგისტრაცის გავლა/პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელება:

მინიმუმ 9 კლასის განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.

ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს ექნებათ საშუალება გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ იხელმძღვანელონ საგამოცდო პროგრამით.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ  ბმულზე.

იხილეთ: 

საგანმანათლებლო დაწესებულებები და საგანმანათლებლო პროგრამები

პროფესიული ტესტირების ნიმუშები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური