GE

პროფესიული განათლების მიღების სურვილი 10 622- მა ადამიანმა გამოთქვა – საშემოდგომო რეგისტრაციის შედეგები

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, საშემოდგომო მიღებისთვის პროფესიული განათლების მიღების სურვილი  10 622-მა აპლიკანტმა გამოთქვა, რეგისტრირებულთაგან 235 სპეციალური საჭიროების მქონე პირია.

პროფესიული განათლების მიღების მსურველებისთვის, წელს სიახლეა ის, რომ სამუშაოზე დაფუძნებული (დუალური) სწავლების მიდგომით პარტნიორ დამსაქმებლებთან ერთად განხორციელებულ პროგრამებზე მიღება იწარმოებს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე, პროფესიული ტესტირების გარეშე.

ამასთან, როგორც დაზუსტების შემდეგ EDU.ARIS.GE-ს საინფორმაციო სისტემაში განუმარტეს, აპლიკანტების რაოდენობა ვინც მხოლოდ დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზეა რეგისტრირებული – 495-ია; ხოლო აპლიკანტების რაოდენობა, რომელთაც არჩეული აქვთ როგორც დუალური, ისე მოდულურ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრმები – 590-ს შეადგენს.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის 2 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ელექტრონული რეგისტრაციის რეჟიმში, ვებ- გვერდზე: www.vet.emis.ge.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური