GE

პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე: „დირექტორთა კონკურსი ჩაშლილია, სისტემაში ამის გამო შეიქმნა სრული ქაოსი“

პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე პროფესიული კოლეჯების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის შედეგების გამოქვეყნების ვადების დარღვევის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ პროფესიულ კოლეჯების დირექტორთა კონკურსი დადგენილ ვადებში ჩაშლილია.

დენის დავითაშვილის ინფორმაციით, სისტემაში ამის გამო ქაოსი შეიქმნა.

„2018 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ მუხლი 39-ის თანახმად : „სამინისტროს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების ხელმძღვანელთა კონკურსის წესით დანიშვნა“. ანუ ვინაიდან ხსენებული კანონი ამოქმედდა 8 ოქტომბრიდან 2019 წლის 8 აპრილამდე უნდა დასრულებულიყო როგორც კონკურსის გამოცხადდა, ასევე დირექტორთა დანიშვნა.

სამინისტროს ხელმძღვანელობამ ხსენებული კანონის მოთხოვნის დარღვევით გამოსცა 2019 წლის 5 თებერვლის N 120 ბრძანება, რომლითაც დაამტკიცა კოლეჯების ხელმძღვანელთა შესაეჩევი კონკურსის ჩატერების წესი, თანდართული დანართით, რომლითაც დადგინდა მსურველთა განცხადების მიღების ბოლო ვადა – 2019 წლის 6 აპრილი, ხოლო კონკურსის შედეგად დანიშნულ დირექტორთა ვადა განისაზღვა 8 აპრილის მაგივრად – 6 ივლისით. რითაც უხეშად დაირღვა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის უპირობო მოთხოვნა.

სამწუხაროდ, დღემდე განათლების სამინისტროში შექმნილმა კომისიამ (ი.აბულაძე -თავმჯდომარე) კანონის და მინისტრის ბრძანების უხეში დარღვევით კონკურსში თვითოეულ მონაწილეს დღემდე არ გაუგზავნა 5 თებერვლის N 120 ბრძანებით დადგენილი ოქმი, რომლის გაცნობის შემდეგ კონკურსანტს ეძლევა უფლება გაასაჩივროს შედეგები დადგენილი წესით. უფრო მეტიც, უკვე დარღვეული 6 ივლისის ვადა კომისისამ თავის კანონსაწინააღმდეგო ოქმით დაუდგენელი ვადით თვითნებურად გადაავადა კონკურსანტებზე ხსენებული ოქმების გადაგზავნა.

9 აგვისტოს დაინიშნა ახალი მინისტრის მოადგილე ბატონი გ.ვაშაკიძე, რომელსაც მინისტრის 13 აგვისტოს N 1025 ბრძანებით დაეკისრა პროფესიული განთლების ზედამხედველობის გაწევა, რომელსაც აქამდე კურირებდა ხსენებული მინისტრის მოადგილე ი.აბულაძე.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიმაჩნია რომ, სამინისტროში შექმნილია ყოვლად გაუგებარი და მიუღებელი ვითარება. ფაქტიურად კანონით გათვალისწინებული პროფესიულ კოლეჯების დირექტორთა კონკურსი დადგენილ ვადებში ჩაშლილია, სისტემაში ამის გამო შეიქმნა სრული ქაოსი, დარგის ყოფილ კურატორს ჩამოერთვა პროფესილი განათლების ზედამხედველობის უფლებამოსილება, ხოლო ამ შექმნილ ვითარებაზე არც ყოფილი კურატორი, არც კომისიის შემადგენლობაში მყოფი დეპარტამენტების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა მინისტრს არ განუხილავს.

იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს პარლამენტი და შესაბამისი კომიტეტი (თავმჯდომარე მ.ჯაში) მინისტთან ბატონ მ.ბატიაშვილთან ერთად განიხილავენ აღნიშულ საკითხებში შექმნილ ურთულეს ვითარებას და უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფენ საჯარო პროფესიული კოლეჯების დირექტორთა დანიშვნას, რითაც პარლამენტი როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანო სახელმწიფოებრივად უზრუნველყოფს დაშვებული უხეში დარღვევების გამოსწორებას, ხოლო დარგის ახალი კურატორი გ.ვაშაკიძე ჩვენთან ერთად, როგორც სოციალურ პარტნიორთან ახლებურად მიუდგება დარგის განვითარებას”, – წერს დენის დავითაშვილი მის ღია წერილში.

ამავე თემაზე:

რატომ არ ხორციელდება პროფესიული კოლეჯების დირექტორთა დანიშვნა? – სამინისტრომ მინისტრის დადგენილ წესსაც გადაუხვია

გადაადგილებები განათლების სამინისტროში: ზედგინიძემ თანამდებობა დატოვა, ირინა აბულაძის ზოგიერთი ფუნქცია კი გიორგი ვაშაკიძეს გადაეცა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური