GE

ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო – პროცესში ჩართული კომპანიების სია

2019 წლის 15 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყო აპლიკანტთა რეგისტრაცია პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე – ვებ-გვერდზე www.vet.emis.ge

პირველ ეტაპზე, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს განახორციელებენ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფოს დაფინანსებით, სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

თბილისში, აჭარაში და სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ სახელმწიფო საგანმანთლებლო დაწესებულებებში, პროგრამები განხორციელდება კერძო სექტორთან თანამშრომლობით. ამ ეტაპზე პროგრამების განხორციელებაში ჩართულები არიან: შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისი”, სამშენებლო კომპანია „შპს ანაგი”, „შპს რუსთავის ფოლადი“, „სს ნიკორა ტრეიდი“, „შპს მადაგონი 2“ ,,შპს ორბი ჯგუფი ბათუმი”, ,,შპს დს კონსტრაქშენ”, „შპს ბი აი ემ ჯი“ და სხვა.

პროგრამებზე დაშვების წინაპირობები და სხვა დამატებითი, დეტალური ინფორმაციის მიიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.vet.emis.ge. აღნიშნულ ელექტრონულ პლატფორმაზე, მუდმივად განთავსდება ინფორმაცია ახალი პროგრამების და მათზე რეგისტრაციის ვადების შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური