GE

პროფესიული პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის ცვლილების ვადები 2019 წლის საგაზაფხულო მიღებისთვის

2019 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებს არჩეული პროფესიული პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილების განხორციელება 2019 წლის 6 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

განათლების სამინისტროს ინფორმაცით, აპლიკანტებს ცვლილებების განხორიცელება 6 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით (www.vet.emis.ge) ან სარეგისტრაციო ცენტრისთვის მიმართვის გზით შეეძლებათ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ, წაშალოთ ან პრიორიტეტების მიხედვით გადაალაგოთ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები, თქვენ მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ფარგლებში.

პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

იხილეთ მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის შესაბამისი პროფესიული უნარების ტესტი და საგნის/საგანთა ჯგუფი

ამავე თემაზე:

პროფესიულ კოლეჯში მოსახვედრად ტესტირება მაისში ჩატარდება – როგორია კონკურსი პროგრამების მიხედვით საგაზაფხულო მიღებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური