GE

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებში ცვლილებები შევიდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ძალაში შევიდა საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც სამის ნაცვლად ავტორიზაციის ხუთ სტანდარტს ითვალისწინებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზაციის ახალი სტანდარტები ამოქმედდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ.

ცვლილებების განხორციელებამდე, ცენტრი ადმინისტრაციულ წარმოებებს, რომელიც უკავშირდება დაწესებულებების ან/და მათი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობას შეფასებას, განახორციელებს ავტორიზაციის მოქმედი დებულების შესაბამისად, სამი სტანდარტის საფუძველზე.

როგორც EDU.ARIS.GE– ს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში განუცხადეს, კანონში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასთან დაკავშირებული დამატებით ორი სტანდარტის ამოქმედება ჯერ ძალაში არ არის შესული. როგორც ცენტრში გვითხრეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე დამატებითი სტანდარტები შემდეგი კვირისთვის გამოქვეყნდება.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების ცვლილებასთან დაკავშირებით ცენტრი დამატებით უზრუნველყოფს კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან.

იხილეთ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები, რომლითაც ცენტრი აქამდე ხელმძღვანელობდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური