GE

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის ცვლილების ვადები

2018 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის გამოქვეყნდა ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურების რეიტინგული ჩამონათვალის ცვლილების შესახებ.

თქვენ მიერ არჩეული პროფესიული პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილების განხორციელება შეგიძლიათ 2018 წლის 08 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით (www.vet.emis.ge) ან სარეგისტრაციო ცენტრისთვის მიმართვის გზით.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ, წაშალოთ ან პრიორიტეტების მიხედვით გადაალაგოთ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები, თქვენ მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ პროფესიული ტესტირება კომპიუტერულად ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან შედგება. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური