GE

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალის შეცვლის ვადები განისაზღვრა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა ტესტირება 27 ოქტომბერს გაირეს. აპლიკანტებისთვის, რომლებიც პროფესიულ სასწავლებელში აპირებენ სწავლის გაგრძელებას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალში ცვლილების განსახორციელებლად მხოლოდ 2 დღე აქვთ მიცემული, 29 და 30 ოქტომბერი.

29-30 ოქტომბერს, პროფესიული განათლების მიღების მსურველ აპლიკანტებს, პროფესიული ტესტირების ქულის გაცნობის შემდეგ, საშუალება აქვთ შეცვალონ რეგისტრაციის დროს არჩეული პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი ვებ გვერდზე – vet.emis.ge.

გაითვალისწინეთ! – აპლიკანტი უფლებამოსილია შეცვალოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი, ან დაამატოს ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტის ტიპის მიხედვით, გარდა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა, რომლის დაშვების წინაპირობა არის შიდა კონკურსი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდა 10 622 აპლიკანტი. სსიპ-გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 7233 აპლიკანტმა.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური