GE

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის მაქსიმალური ოდენობის ცხრილი

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერით, ცვლილება შევიდა „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში.

განისაზღვრა ვაუჩერული/მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი დაწესებულებები. ესენია:

სამინისტროს სისტემაში შემავალი: პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები;

საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროს წარდგინებით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები;

კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას ახორციელებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გზით.

კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მოდულებისგან შემდგარი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულის ვაუჩერულ დაფინანსებას იღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.“

იხილეთ დადგენილებით დამტკიცებული მოდულების დასახელება და ახალი მოდულის ფასები

დადგენილება ძალაშია 2019 წლის 1 აპრილიდან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური