GE

,,პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება ჰიდროენერგეტიკაში“ – აწსუ-ში სემინარი გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე ,,პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება ჰიდროენერგეტიკაში’’ სემინარი გაიმართა.

მასში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სს ენერგო-პრო ჯორჯიასა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში ჰიდროენერგეტიკის საკითხების სწავლება და ჰიდროენერგეტიკის რეგულირების საკითხები. ასევე, სემეკის, ენერგო-პრო ჯორჯიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჰიდროენერგეტიკის აქტუალურ საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს.

სემინარში აქტიურად მონაწილეობდნენ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, რომლებმაც მათ მიერ განხორციელებული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების შედეგები წარადგინეს.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,ჰიდროენერგეტიკის დარგში პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და სს ენერგო-პრო ჯორჯიასთან პარტნიორობით.

პროექტი ხორციელდება ჩეხეთის რეპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის ,,სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესიული პოტენციალის ამაღლება განვითარებად ქვეყნებში 2021 წელს’’ ფარგლებში და მისი მიზანია ჰიდროენერგეტიკის სფეროში სასწავლო გარემოსა და კვლევითი საქმიანობის გაძლიერების ხელშეწყობა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური