GE

პროფესიული უნარების გამოცდის პირველ დღეს მასწავლბელთა დაახლოებით 35% არ გამოცხადდა – გამოცდები 2018

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს ის პრაქტიკოსი მასწავლებლები შეურთდნენ, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა პროფესიულ უნარებში სურთ. სწორედ დღეს და ხვალ მოქმედი პედაგოგები საკუთარ კომპეტენციას პროფესიული უნარების გამოცდებში დაადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გამოცდების ჩაბარების ვალდებულება მხოლოდ მოქმედ მასწავლებლებს აქვთ, მათ, ვისაც ეს გამოცდა გასულ წლებში არ ჩაუბარებია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, ზოგადი უნარების გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა დაახლოებით 35% არ გამოცხადდა, ხოლო 3-მა აპლიკანტმა გამოცდაზე დაიგვიანა, რის გამოც საგამოცდო ცენტრში არ დაუშვეს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს პროფესიული უნარების გამოცდას დაახლოებით 10 000 აპლიკანტი აბარებს. აღნიშნული გამოცდის შემდეგ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს 5-დღიანი შესვენება აქვთ, 18 ივლისიდან კი ისინი ისევ გააგრძელებენ საკუთარი კომპეტენციის დადასტურებას სხვადასხვა საგანში.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური