GE

პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ოსურ ენაზე თარგმნილი მოთხრობების პრეზენტაცია თსუ-ში გაიმართა

8 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ოსურ ენაზე თარგმნილი მოთხრობების პრეზენტაცია.

პრეზენტაციის მსვლელობისას წიგნის მნიშვნელობაზე და ქართველი და ოსი ხალხის მრავალწლიან ურთიერთობაზე ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნაირა ბეპიევამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქალბატონმა მაია შუხოშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, ქალბატონმა მექა ხანგოშვილმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა სოსო ცოტნიაშვილმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ, პროფესორმა სოსო სიგუამ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა, ბატონმა იოსებ ჭუმბურიძემ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, ფილოლოგიის დოქტორმა, ქალბატონმა თამარ გელიტაშვილმა, საქართველოს ისტორიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ, პროფესორმა ამირან არაბულმა, პროფესორმა ნინო პოპიაშვილმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალბატონმა მზია ზანგალაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა რაზიათ ქუმარიტოვმა, რომელმაც კრებული ოსურ ენაზე თარგმნა და პრეზენტაციისას კრებულიდან ამონარიდები ოსურ ენაზე წაიკითხა.

დასასრულს, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მადლიერება გამოხატა, როგორც მასპინძლების, ასევე სტუმრების მიმართ და ისაუბრა წიგნის შექმნის ნიუანსებზე.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქართველი და ოსი საზოგადო მოღვაწეები.

გიორგი სოსიაშვილის ნაყოფიერი მოღვაწეობის მორიგი ნიმუში, კერძოდ ქართველი და ოსი ხალხის ურთიერთდამოკიდებულების აღწერა, ქართულ-ოსური ურთიერთობების მოგვარების საქმეში, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური